მიწის ყიდვა – თქვენთვის მნიშვნელოვანი რჩევები
მიწის ნაკვეთის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომლის გასაადვილებლად და საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა მოიძიოთ და გაეცნოთ არაერთ ინფორმაციას. თქვენ კი ჩვენი დახმარებით კიდევ უფრო მარტივად შეძლებთ ეს პროცესი გაიადვილოთ და კომფორტული გახადოთ.
მიწის ნაკვეთის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ რომ მოგიწევთ არაერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე დაფიქრება, კვლევა, შერჩევა და ბოლოს კი – ყიდვა. რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, მიწის ნაკვეთის შერჩევა და ყიდვა არის უმნიშვნელოვანესი, რაც ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
მიწის ნაკვეთის ძებნა – როგორ გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი?!
როდესაც თქვენ გადაწყვეტთ რომ იყიდოთ მიწის ნაკვეთი, პირველ რიგში ალბათ არაერთი კითხვა გებადებათ: რის მიხედვით სჯობს მიწის ნაკვეთის შერჩევა? რას უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება? არის თუ არა უსაფრთხო, მყუდრო და კომფორტული კონკრეტული ადგილი? როდესაც თქვენ მიწის ყიდვას გადაწყვეტთ და თუ ამის მიზანი მასზე სახლის აშენებაა, აუცილებლად უნდა აარჩიოთ ადგილი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ თქვენ ცხოვრება სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, ხმაურისგან შორს გინდათ, უნდა გაითვალისწინოთ რომ მსგავსი ადგილის შერჩევას ქალაქის ცენტრისგან ცოტა მოშორებით შეძლებთ. ქალაქისგან ცოტა მოშორებით ცხოვრება კი თქვენი სიმშვიდის, ჯანსაღი გარემოს გარანტიაა. თუმცა ასევე ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ მსგავსი ადგილი თითქმის ყველაფრისგან მოშორებითაა, მაგალითად გასათვალისწინებელია მანძილი სახლიდან სამსახურამდე, სკოლებამდე, ბაღამდე, მარკეტებამდე, თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გეყოლებათ ავტომანქანა, რადგან მსგავს ადგილებში იშვიათად შეხვდებით გადატვირთულ მოძრაობას, შესაბამისად შესაძლებელია დრო ზუსტად იმდენი დაგჭირდეთ სამსახურამდე მისასვლელად, რამდენიც დაგჭირდებოდათ ქალაქის ცენტრში ცხოვრებისას, რადგან ქალაქის ცენტრში დღის განმავლობაში ძალიან ხშირად შეხვდებით შეფერხებულ მოძრაობას.
ასევე მიწის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი შედარებით იაფია ისეთ ადგილებში, სადაც ახლა იწყება მიწის ნაკვეთების ათვისება და მოწყობა, მსგავსი ადგილის შერჩევა და ყიდვა შეიძლება ჩავთვალოთ მომგებიან ინვესტიციად, რადგან ასეთ შემთხვევაში მსგავს მიწებს აქვთ პოტენციალი რომ მომავალში მათი ღირებულება გაიზარდოს.
მიწის ნაკვეთის გეოლოგიურად კვლევა
როდესაც ადგილმდებარეობაზე არჩევანს გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ მიწის ნაკვეთი გეოლოგიურად. არის თუ არა სეისმურად მდგრადი, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნისთვის. ასევე აუცილებელია მოიძიოთ ინფორმაცია არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეული მიწა მეწყერ საშიშ ზონაში, რადგან პირველ რიგში მსგავსი ადგილის არჩევა არ არის უსაფრთხო და ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეწყერ საშიშ ზონაში დიდია ალბათობა დაეცეს მიწის საფასური. მაგალითად 5 ყველაზე საშიში ზონა საქართველოში არის აჭარის რეგიონი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი, ზემო სვანეთი, თერგისა და არაგვის აუზები და მათ შორის თბილისიც, რადგან თბილისში მე-20 საუკუნეში ღვარცოფებით 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ყიდვა არც ისე მარტივია, აუცილებლად უნდა გათვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა და ინფორმაცია, მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი ინტერესები და მიწის ნაკვეთის ყიდვის არჩევანი ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მიიღოთ.